top of page

ქათმის სუპი ბაზილიკით და ლაიმით ტაილანდურ მოტივებზე


ამ წვნიანის ინსპირაცია ცნობილი ტაილანდური ქათმის სუპი, ტომ კჰა გაი, გახლავთ. ჩვენ აზიური და ევროპული გემოები შევურიეთ და ძალიან საინტერესო, მარტივი დ აგემრიელი წვნიანი გამოგვივიდა.

დაგვჭირდება:

2 ქათმის მკერდი

200 გ შამპინიონი

1 ყვითელი ჯინჯერის ფესვი (გალანგალი)

1წითელი წიწაკა ჩილი

1 მწვანე წიწაკა

1 თავი ხახვი

5-6 ცალი კაფირ-ლაიმის ფოთოლი (ამ სახეობის ლაიმის ნაყოფი ძალიან მჟავეა დ აპრაქტიკულად არ გამოიყენება, სამაგიეროდ, მისი ფოთლები ტაილანდურ სამზარეულოში ისევე ხშირად გამოიყენება, როგორც დაფნა ჩვენთან. ტომ იამ წვნიანებში ეს აუცილებელი ინგრედიენტია. თუ მათი შოვნა გაგიჭირდათ, ჩვეულებრივი ლაიმის ფოთლები გამოყენეთ)

2 ლაიმი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 კონა ბაზილიკი

300 მლ ნაღები

მარილი

წიწაკების მიქსი

სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და დავუმატოთწვრილად დაჭრილი ხახვი და თხელ რგოლებად დაჭრილი ჯინჯერი. ვთუშოთ ერთი ორი წუთი, შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ვთუშოთ კიდე ერთი 5 წუთი. ამის შემდეგ, დავუმატოთ დაჭრილი ქათამი, კარგად ამოვურიოთ და 1 წუთში დავასხათ დაახლოებით 1 ლ წყალი. რომ წამოდუღდება, ვუმატებთ ლაიმის ფოთლებს და ვაგრძელებთ ხარშვას, სანამ ქათამიდ და სოკო არ მომზადდება.

ამის შემდეგ, დავუმატოთ სუპს ნაღები, მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ 1ლაიმის წვენი, თხელ რგოლებად დაჭრილი ორივე წიწაკა, მარილი და ფერადი წიწაკები. ვურიოთ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება და შეერევა ერთმანეთს, შემდეგ კი გამოვრთოთ ქურა და დავუმატოტ სუპს ბაზილიკის ფოთლები.

სერვირებისას თითო ულუფას დავუმატოთ ლაიმის ნაჭერი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page