top of page

ფუნთუშები ლიმონის კრემით


დაგვჭრდება:

150 მლ წყალი

250 მლ რძე

200 გ შაქარი

100 გ კარაქი

2 კვერცხი

1 ჩ.კ. მარილი

600 გ ფქვილი

2 ჩ.კ. საფუარი

მინანქრისთვის:

250 გ შაქრის პუდრა

ნახევარი ლიმონის წვენი

თბილ წყალსა და რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ მარილი, 2 ს.კ. შაქარი და ნახევარი ჭიქა ფქვილი. მოვურიოთ და დავტოვოთ ერთი 20 წუთი თბილ ადგილას ამოსაფუებლად.

როცა საფიარი ამუშავდება, დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, შაქარი, ათქვეფილი კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ 2-3 საათით ამოსაფუებლად.

ამის შემდეგ, ცომის შევურიოთ დარბილებული კარაქი, კიდე მოვზილოთ და კიდე 2-3 საათით დავტვოთ.

ცომი ზომაში ორჯერ მაინც გაიზრდება. გავაბრტყელოთ 0,5- 0,7სმ სისქემდე, გადავუსვათ ლიმონის კრემი და გადავახვიოთ რულეტივით.

დავჭრათ ბასრი დანით ჩვენი რულეტი 1,5-2 სმ სისქქის რგოლებად, გადმოვაბრუნოთ და დავალაგოთ როგორც დარიჩინის სინაბონები საცხობ ფორმაზე. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ კიდე ერთი 20 წუთით ამოსაფუებლად.

ამის შემდეგ, შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 15-20 წუთი.

შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი შევურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ გაგრილებულ ლიმონის ფუნშუშებს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page