top of page

ფორთოხლის მარტივი კექსი


დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

300 გ შაქარი

3 კვერცხი

200 ყველი რიკოტა (ნადუღი ან ნაზი ხაჭოც შეგიძლიათ გამოიყენოთ)

მწიკვი მარილი

1 ფორთოხლის ცედრა და წვენი

1 ჩ.კ. სოდა

ვანილი

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და კიდე კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ რიკოტა, ფორთოხლის წვენში გახსნილი სოდა და ბოლოს ფქვილი. მოვურიოთ, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ საცხობ ქაღალდს. შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით გამოსაცხობად.

გამზადებული ნამცხვარი ფრთხილად გადმოვიტანოთ დაფაზე გასაგრილებლად და ცხელსვე გადავუსვათ თხელი ფენით ფორთოხლის მარმელადი ან ჯემი. ჟემი გათხელდება სიცხისგან და ნამცხვარმა ის კარგად უნდა შეიწოვოს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page