საქონლის ხორცის რაგუ წითელი ღვინის სოუსით
რაგუს (ფრანგულად ragout; ragoûter- მადისამღძვრელს ნიშნავს), როგორც წესი, უწოდებენ სქელ, პიკანტურ სოუსში მოთუშულ მომცრო ზომის ნაჭრებად დაჭრილ ხორცს, თევსზს ან ფრინველს.
რაგუს მრავალი ნაირსახეობა არსებოს. ესაა ფრანგული ბლანკეტი (blanquette), ფრიკასე (fricassée), რაგუ ფინ (ragoût fin), იტალიური ბოლონიეზე (Ragù alla bolognese), უნგრული გულაში (Goulash) და სხვ.
დღეს მოვამზადოთ საქონლის ხორცის რაგუ სტაფილოთი და კარტოფილით, რომელიც ძალიან მოუხდება ცივ დღეებს.
დაგვჭირდება:
1 კგ საქონლის ხორცი
2 სტაფილო
4-5 კარტოფილი
2-3 თავი ხახვი
1 თავი ნიორი
1 ნიახურის ძირი
2-3 ღერი ოხრახუში
2-3 ღერი ბეგქონდარა
1 დაფნის ფოთოლი
100 გ მწვანე ბარდა
2 ს.კ. ფქვილი
100 მლ წეთელი ღვინო
50 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად და მოვბრაწოთ კარაქში ყველა მხრიდან. შემდეგ დავასხათ ღვინო. ვთუშოთ, სანამ ღვინო არ აორთქლდება.
წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვთუშოთ კარაქში. შემეგ დავუმატოტ მსხვილად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი, ერთ 5 წუთში დავმატოთ მთელ-მთელი ნივრის ლებნები, ბარდა და მსხვილად დაჭრილი ნიახური. ვთუშთ 1-2 წუთი და დავუმატოთ ფქვილი. კარგად მოვურიოთ, ვთუშოთ ერთი 5 წუთი და დავასხათ 1,5 ლიტრი წყალი. მოვურიოთ ისე, რომ არ დარჩეს კურკუშალები. წყალი რომ ადუღდება, დავამატოთ ხორცი, ბეგქონდარა, დაფნის ფოთოლი, მარილი, წიწაკა, დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი.
ხორცი რომ მომზადდება და დარბილდება, გამოვრთოთ ქურა და, სურვილისამებრ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!