პიტა-პურის სენდვიჩი ფალაფელით და ძაძიკით
დილა ამ არაჩვეულებრივი სენდვიჩით დავიწყოთ. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ფასტ-ფუდიც შეიძლება იყოს სასარგებლო, მარტივი და გემრიელი!
დაგვჭირდება:
1 კიტრი
პატარა კონა რუკოლა
პატარა კონა რომელიმე მწვანე სალათი
პატარა კონა კამა
მარილი
შავი წიწაკა
სალათების მიქსს დავუმატოთ მომცროდ დაჭრილი კიტრი, კამა, ოდნავ მარილი და წიწაკა.
პიტა გავჭრათ შუაზე, ჩავაფინოთ შიგნით სალათი, ჩავალგოთ 3 -3 ფალაფელი და უხვად მოვასხათ ძაძიკი.
გემრიელად მიირთვით!