შემოდგომის პიკნიკი
ჩვენი შემოდგომა ყველა სეზონზე მეტად მიყვარს. თბილი, მზიანი დღეები, ფერად-ფერადი ფოთლები, ხილის და ბოსტნეულის სიუხვე, ახლად დაწურული ღვინო, ჩურჩხელები- მოკლედ, იდეალური დროა პიკნიკისთვის.
ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია, მოვემზადეთ და გავემგზავრეთ! ახლა თქვენ ჩვენ გამოცდილებას გიზიარებთ და გირჩევთ, არ დაკარგოთ დრო, თქვენ ბავშვებთან და ოთხფეხა ბინადრებთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკი მოაწყეთ!
ამისთვის პირველ რიგში დიდი დაწნული კალათა დაგვჭირდება. ერთი ან ორი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მზა საკვები იყიდოთ და პარკებში ჩაალაგოთ, მაგრამ ჩვენ ყველა წესის დაცვით მოვემზადეთ და, მერწმუნეთ, ასეთ პიკნიკს სულ სხვა პეწი აქვს.
მოკლედ, კალათთან ერთად, კუბოკრული პლედია აუცილებელი. ერთი ან რამდენიმიმე. ერთი-მდელოზე რომ გავშალოთ და დანარჩენი- მხრებზე რომ მოვიხუროთ, თუ შეგგვრილდება.
დაგვჭრდება თეფშები და ჭიქები. შეგვიძლია ერთჯერადები მოვიმარაგოთ, მაგრამ ნამდვილი ესტეთები ფერად კერამიკის ჭურჭელს მიანიჭებენ უპირატესობას, რომელიც საოცარ სიმყუდროვეს შექმნის და ასე მოუხდება შემოდგომის ტყის ფერებს.
წიგნი არ დაგვავიწყდეს- არაფერი ჯობია სუფთა ჰაერზე, პლედში გახვეული რომ ზიხარ და კარგ წიგნის კითულობ მანამ, სანამ ბავშვები და სხვა ცხოველები დარბიან, დახტიან და თამაშობენ!
თუ რომელიმე თქვენი ოჯახის წევრი გიტარაზე უკრავს, აუცილებლად თან წაიღეთ. თამაშისგან, ჭამისგან და ჟანგბადისგან მოთენთილები კოცონს რომ მივუსხდებით, ძველი და ახალი სიმღერების მოსმენა ძალიან გვესიამოვნება.
და ბოლოს, რა მოვამზადოთ? რა წამოვიღოთ ისეთი, რომ პიკნიკის ყველა ასაკის მონაწილე კმაყოფილი დარჩეს?
ტრადიციულ მწვადებს, ლობიანს და ხაჭაპურ არ შევეხებით- ეს ხომ ისედაც ყველასთვის მთავრაი საპიკნიკო კერძებია. ერთ რჩევას მოგცემთ მხოლოდ- ღორის ხორცი მწვადი შესანიშნავი რამეა, მაგრამ მისი ჩანაცვლება ქათმის, ბოსტნეულის ან სოსისების მწვადებით შეიძლება- გაცილებით უფრო მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია.
რაც შეეხება დანარჩენს, ესაა ჩვენი 10 მარტივი და გემრიელი რეცეპტი იმისთვის, რომ ქალაქგარეთ კარგად დავისვენოთ, გავერთოთ და თან გემრიელად მივირთვათ კიდეცც.
დავიწყოთ ყველაზე მარტივად მოსამზადებელი სენდვიჩით, მაგრამ ბანალური ლორი-ყველის ნაცვლად ეს დახვეწილი სენდვიჩი ამოვარჩიეთ. შემოდგომის სეზონს არაჩვეულებრივად ეხამება: პროშუტო, მსხლის და გორგონძოლას სენდვიჩი.
სულ რამდენმე დღის წინ მოვამზადეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პიკნიკის კალათში ქოფთე ლავშშიც მოგვეთავსებინა.
ასევე, ქათმის და სოკოს ღვეზელი - რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.
არც ვეგეტარიანელები დავივიწყეთ. მათთვის ვამზადებთ ყველასთვის ასე საყვარელ კარტოფილის ღვეზელს.
ასევე, ვეგეტარიანელებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) ძალიან გემრიელ კომბოსტოს ღვეზელსაც ვამზადებთ.
არასდროსაა ზედმეტი სალათები, ამიტომ ჩვენ პიკნიკის კალათშიც მოიძებნა მათთვის ადგილი. პირველ რიგში ესაა გერმანული კარტოფილის სალათი.
ასევე საოცრად გემრიელი და საინტერესო ქათმის სალათი ნუშით და ყურძნით.
რა თქმა უნდა, ნამცხვრის გარეშე ვერცერთი პიკნიკი ვერ ჩავლის, ნუ ან ჩაივლის, მაგრამ იდეალურად ვერ ჩაითვლება. ამიტომ ჩვენ კალათშიც სხვადასხვა დესერტი დაბინავდა. პირველი საპატიო ადგილი შემოდგომის სეზონის ფავორიტს, ვაშლის, ნიგვზის და ქიშმიშის ნამცხვარს ერგო.
შოკოლადის მაფინები- უბრალოდ შეუცვლელია, თუ ბავშვებთან ერთად მიემგზავრებით. შოკოლადის ნამცხვარს ხომ ყველაზე ჭირვეული ბავშვებიც კი სიამოვნებით მიირთმევენ.
მარტივი და გემრიელი ვანილის კექსი მუსკატით- მშვენიერი დესერტია, რომელაც უფროსები ნახევრადტკბილ ღვინოს ან პორტვეინს მიატანენ და ძალიან ისიამოვნებენ.
შემოდგომის ხილი, ერთი ბოთლი ღვინო, წვენი ბავშვებისთვის და თერმოსით ყავა და ჩაიც მოვიმარაგოთ- გრილ საღამოს განსაკუთრებით გვასიამოვნებს.
ჩვენი დიდი პიკნიკის კალათი 2-3 ოჯახზე გათვლილი. მეგობრებთან და ახლობელბთან ქალაქგარეთ დასვენება ხომ გნსაკუთრებით სასიამოვნოა?! ამასთან, საქმეს რამდენიმე ადამიანი რომ დაინაწილებს, თითოეულს ერთი-ორი კერძის მოზადება ერგება. მატივიცაა, გემრიელიც და სანდოც.
მაშ ასე, ისარგებლეთ ოქროსფერი შემოდგომის მზიანი დღეებით და დაგეგმეთ პინიკი. ჯადოსნურ დროსტარებას გისურვებთ!